მოსკოვის სასამართლომ რუსეთში „პირველი არხის” ყოფილ თანამშრომელს 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას 2 თვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

განცხადების მიხედვით, ოვსიანიკოვა 50,000 რუბლით დაჯარიმდა (დაახლოებით $820) 13 ივლისს გადაღებული ვიდეოს გამო, რომელშიც ის კონფლიქტის წინააღმდეგ საუბრობდა.

მისი ადვოკატის დიმიტრი ზახვატოვის თქმით, კრემლი ევფემისტურად მოიხსენიებს შეჭრას, როგორც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას". 

გარდა ამისა, ოვსიანიკოვას ასევე ბრალად ედება ყალბი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, რაც რუსული კანონმდებლობის მიხედვით 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ცნობისთვის, 15 ივლისს ოვსიანიკოვამ კრემლის მახლობლად ომის საწინააღმდეგო პიკეტი გამართა. მის პოსტერზე ეწერა: „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. 352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, სანამ გაჩერდები?”

თავის გზავნილში ოვსიანიკოვამ „ფეიქების“ გავრცელების ბრალდებებს შემდეგი კომენტარი გააკეთა: „უკრაინაში დაღუპული 350-ზე მეტი ბავშვი ყალბია? მთელმა მსოფლიომ იცის სერგეის ისტორია, რომელმაც მთელი ოჯახი ირპინში დაკარგა.  „ყველამ ნახა ახალგაზრდა დედა ვინიციდან, რომელმაც 4 წლის ქალიშვილი დაკარგა და თვითონ ფეხის გარეშე დარჩა. 3 თვის ბავშვი კირა ოდესიდან, ესეც ყალბია?"

მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვამ ასევე გამართა საპროტესტო აქცია „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში, სადაც უკრაინის ომის წინააღმდეგ პლაკატით წამყვანის, ეკატერინა ანდრეევას უკან იდგა. რის შემდეგაც მიიღო ადმინისტრაციული ჯარიმა მიიღო.

 

 



ევროპის საბჭო - რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს
Volvo Retail Experience - ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოში და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი