ნეკა დოროყაშვილი - ნიკოლოზს უნდა შევხვეწებოდი, რომ საბანკო ბარათზე ბლოკი აეხსნა, ამას აკეთებდა რომ დავეკნინებინე

ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ცოლი, ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მასზე მანიპულირებდა, როდესაც უმუშევარი იყო და საოჯახო ბიუჯეტი იყო საერთო. 

როგორც ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი, ბასილაშვილი,დასჯის მიზნით, საბანკო ბარათს უბლოკავდა.

"როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი, ის ბლოკავდა კარტას ჩემი დასჯის მიზნით. წამიყვანია ბავშვი მაგალითად ექიმთან, აფთიაქში მივსულვარ, სუპერმარკეტში - მიყიდია ნივთები, დამიდია “კარტა” და ვერ ვიხდიდი. ეს იყო ძალიან ხშირი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწებოდი 1-2 კვირა რომ აეხსნა ბლოკი, ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე, - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.



ერდოღანმა და პუტინმა ურთიერთობის გაუმჯობესება და უკრაინის ომის დასრულება განიხილეს
SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა
ალიევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია
წილოსანი ლომჯარიას - ვინ მოგცათ უფლება, რომ კობახიძეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ქვეშ აყენებთ