შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი  დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, აშენდა ერთსართულიანი კაპიტალური შენობა, მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. კეთილმოეწყო ასევე ეზო და სათამაშო მოედანი.

დღესვე, ომარ ტაკიძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზამლეთის თემის ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა და პატარებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 14 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს.



ილია მეორე - საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, თქვენ ჩვენი ფიქრი, ტკივილი და ამასთან, იმედიც ხართ
საქართველოს პრეზიდენტმა, 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევის გამო უკმაყოფილება გამოთქვა
პუტინი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - მეგონა ყველა მადლობას იტყოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას გაუგებარი ქარიშხალი მოჰყვა
ფაშინიანი ღარიბაშვილსა და ზურაბიშვილს - გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება