ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავშესაფარს არ შესთავაზებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაურბიან

ევროკავშირის წევრი და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი თავშესაფარს არ შესთავაზებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას გაურბიან. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემას უთხრა, სამოქალაქო მოვალეობაზე უარის თქმა თავშესაფრის მინიჭების საფუძველი ვერ გახდება.

"რუსეთში სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ან ამის სურვილი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭებისთვის", - განუცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ „როიტერს“.

უფრო ადრე კი, ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა საქმეები ცალკე უნდა იქნას განხილული, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, რუსი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით, ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბრიდან ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეები, ყველა მხრიდან, ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას ცდილობენ. რიგებია, მათ შორის, რუსეთ-ფინეთისა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.



ერდოღანმა და პუტინმა ურთიერთობის გაუმჯობესება და უკრაინის ომის დასრულება განიხილეს
SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა
ალიევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია
წილოსანი ლომჯარიას - ვინ მოგცათ უფლება, რომ კობახიძეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ქვეშ აყენებთ