ზარქუა - ჩვენ იმ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ ქვეყანაში ფული დახარჯონ, მივიღებთ

ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზია, ისეთი მაგარია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან რიგები დგას, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებას, სადაც რუსი მოქალაქეებით კილომეტრიანი რიგები დგას. 

მისი თქმით, ხელისუფლება მიიღებს ყველა იმ ტურისტებს, რომლებსაც "უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ". 

"ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზია, ისეთი მაგარია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან რიგები დგას და ჩვენ, კანონის შესაბამისად, ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ მათ, ვინც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და მიაბრუნებენ უკან. 

რაც შეეხება მცდელობას, რომ თითქოს მობილიზაცია გამოცხადდა, იმიტომ რომ, თითქოს ბოლო დღეებს ითვლის პუტინის რეჟიმი, არ არის ასე - თვითონ აქვთ ჩაკეტილი და ჩვენ იმ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ, მივიღებთ",- ამბობს ზარქუა. 

კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომლებიც რეზერვში არიან, რეგიონის დატოვება აეკრძალათ. ამასთან ყველა მხრიდან რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ.  რუსეთსა და საქართველოს შორის, ლარსის გამშვებ პუნქტზე ათეულობით კილომეტრიანი რიგებია. 

ამასთან, 21 სექტემბერს 9:00 საათიდან რეგიონიდან გასვლა აკრძალულია. რეზერვში სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელებმა რეგიონის დატოვების ნებართვა უნდა მიიღონ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში.
ასევე, რეგიონის სამხედრო კომისარმა ვლადიმერ როდიონოვმა მოითხოვა, რომ ისინი, ვინც მის ფარგლებს გარეთ არიან, კურსკის რეგიონში სამი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ.



ერდოღანმა და პუტინმა ურთიერთობის გაუმჯობესება და უკრაინის ომის დასრულება განიხილეს
SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა
ალიევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია
წილოსანი ლომჯარიას - ვინ მოგცათ უფლება, რომ კობახიძეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ქვეშ აყენებთ