„ენას კბილი დააჭირეთ“ – ჩრდილოეთ კორეის პასუხი რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის ბრალდებაზე

ვაფრთხილებთ აშშ-ს, ენას კბილი დააჭიროს და შეეშვას დაუფიქრებელი კომენტარების გაკეთებას და ჩრდილოეთ კორეისთვის შენიშვნების მიცემას,- ასე გამოეხმაურა ჩრდილოეთ კორეა აშშ და მისი პარტნიორი სახელმწიფოები ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, იარაღით ვაჭრობა სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეას რუსეთში იარაღი ექსპორტზე არ გააქვს,

„ჩვენ გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და გარკვევით ვთქვათ, რომ ჩვენ იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპორტზე რუსეთში არასდროს გაგვიტანია და არც ვაპირებთ გატანას. ზუსტად ცნობილი არ არის, აშშ-ს მიერ გავრცელებული ჭორი სად იღებს სათავეს, მაგრამ მისი მიზანი ჩრდილოეთ კორეის იმიჯის შელახვაა. ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-ს დაუფიქრებლად გავრცელებულ ჭორს, მისი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად. ვაფრთხილებთ აშშ-ს, ენას კბილი დააჭიროს და შეეშვას დაუფიქრებელი კომენტარების გაკეთებას და ჩრდილოეთ კორეისთვის შენიშვნების მიცემას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ბრიტანეთის დაზვერვამაც გაავრცელა ცნობები, რომ რუსეთმა ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატები, ხოლო ჩრდილოეთ კორეისგან რაკეტები და ჭურვები შეიძინა. 

დაზვერვის ცნობით, რუსეთი საკუთარი მარაგების შემცირების ფონზე, სხვა სანქცირებული ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, უფრო და უფრო მეტ იარაღს ყიდულობდა.

ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რომ რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა „ერთად გააფართოვებს ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს”.

კორეის განთავისუფლების დღესთან დაკავშირებით კიმისთვის მიწერილ წერილში პუტინმა დაწერა, რომ მჭიდრო კავშირები ორივე ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას.



თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა
ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
რინკევიჩი - EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს
სატვირთო ავტომობილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“