პროტესტის მეექვსე დღე ირანში - დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილებები და მანქანები დაწვეს

მეექვსე დღეა, რაც ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილებები და მანქანები დაწვეს.

ჩრდილო-აღმოსავლეთში, მომიტინგეები ყვიროდნენ "ჩვენ მოვკვდებით, ჩვენ მოვკვდებით, მაგრამ ჩვენ დავიბრუნებთ ირანს" პოლიციის განყოფილების მახლობლად, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს.

საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, მოკლული უსაფრთხოების ძალების წევრების საერთო რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

კიდევ ერთი პოლიციის განყოფილება დაიწვა თეირანში, როდესაც არეულობის გავრცელება ქურთისტანიდან, ამინის მშობლიური პროვინციიდან გავრცელდა.

ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა,  გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში.

პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. 

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“.

საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.



ერდოღანმა და პუტინმა ურთიერთობის გაუმჯობესება და უკრაინის ომის დასრულება განიხილეს
SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა
ალიევი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანია
წილოსანი ლომჯარიას - ვინ მოგცათ უფლება, რომ კობახიძეს ლეგიტიმაციას უწუნებთ ან კითხვის ქვეშ აყენებთ