აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს - არძინბა

სოხუმს, აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს რეაქცია არ აღელვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

არძინბას თქმით, აფხაზეთი ბელარუსს განიხილავს, როგორც საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას.

"აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი არიან ჩვენი მეგობრები. ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს", - განაცხადა არძინბამ, რომლის კომენტარიც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მისი თქმით, "მეგობრებთან ურთიერთობის განმტკიცება უმნიშვნელოვანესი პროცესია და აფზახეთი არ უნდა იყოს მიტოვებული", .

გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა