IDFI - 2021 წელთან შედარებით, რუსების მიერ საქართველოში ბინადრობის მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მარტი-ივლისში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვების მონაცემებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისი  პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს.

"2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.

2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით  1321-ით (+185%) მეტმა რუსეთისს მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებულმა განხცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა.

2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში დაფიქსირებული 2032 განაცხადიდან 594 მუდმივ ბინადრობაზე მოდის, ამავე პერიოდში დაკმაყოფილილებული გნცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 32,6%-ს შეადგენს.

ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა",- წერია კვლევაში

ცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კანონით უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ბინადრობის ნებართვა შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი ცხოვრების უფლებით. საფუძვლის მიხედვით, დროებითი ცხოვრების უფლებით გაიცემა შემდეგი ტიპის ნებართვები:

-შრომითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად;

-სასწავლო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;

-ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით - გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;

-საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

-მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა - გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;

-საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მის ოჯახის წევრებზე.

-დროებითი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი;

-მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

-სპეციალური ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული; ასევე, უცხოელზე, რომელზეც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი; ან უცხოელზე,  რომელის გაძევებაც ვერ მოხერხდა და შესაბამისად გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და დროებითი საიდენტიფიციო მოწმობის მიღებიდან გასულია 5  წელი;

   



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა