ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ბასილაშვილი სასამართლო სხდომაზე პირველად მივიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მის სასამართლო სხდომაზე პირველად გამოჩნდა. ადგილზე იმყოფება მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილიც.

როგორც ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულმა ჩოგბურთელმაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავს დამნაშავედ არ გრძნობს. 

"კომენტარს გავაკეთებ ყველანაირი პროცესები რომ დამთავრდება. რა თქმა უნდა არ ვთვლი თავს დამნაშავედ. როგორც გითხარით, პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს",- განაცხადა ბასილაშვილმა. 

ცნობილი ჩოგბურთელი მოწმის სახით დაიკითხება. სასამართლოში იმყოფება მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილიც, რომელიც ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს.

ბასილაშვილი ბრალდებას არ აღიარებს. 

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. 

 



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა