ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან ერთად, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილეებთან, მირიან აბაშიძესთან და რუსუდან შავაძესთან  ერთად, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ნადია დუმბაძესა და გულნაზ ცეცხლაძეს, მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და მომავალი თაობის განათლების სფეროში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნადია დუმბაძემ, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, წანკალაურის საბაზო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1962 წლიდან საგანმანათლებლო საქმიანობა გააგრძელა ჩანჩხალოს  საჯარო სკოლაში და 50 წელზე მეტი მუშაობადა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის  სკოლის დირექტორად. ნადია დუმბაძე არის კარგი მაგალითი იმისა, თუ  როგორ შეიძლება   იყო წარმატებული  პროფესიაში და ამავდროულად  მრავალშვილიანი ოჯახის კარგი დედა. 

გულნაზ ცეცხალძემ ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდებ, 1967 წლიდან მუშაობა დაიწყო  ზემოხევის საბაზო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად და  დღესაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგს  არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 7 ოქტომბერს გუგული ცეცხლაძეს 81 წელი შეუსრულდება.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა