სროლა ტაილანდის საბავშვო ბაღში - თავდასხმის შედეგად მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში ყოფილი პოლიციელი საბავშვო ბაღში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად მინიმუმ 31 ადამიანი დაიღუპა. 

ნონგ ბუა ლამფუს პროვინციაში პოლიციის უფროსმა ოფიცერმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 23 ბავშვია. მათივე ცნობით, თავდამსხმელმა მსხვერპლს გაქცევამდე ესროლა და დანით დაჭრა.

რა გახდა მომხდარის მოტივი გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს საპატიმროდა. 

ტაილანდში მასობრივი სროლები იშვიათია. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 2020 წელს მოხდა, რა დროსაც ჯარისკაცმა ქალაქ ნახონ რატჩასიმაში 21 ადამიანი მოკლა და ათობით დაჭრა.



ევროპის საბჭო - რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე დაახლოებით 133,4 მლნ ევროს შეადგენს
Volvo Retail Experience - ვოლვო ქარ საქართველოს სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოში და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი