პუტინის განცხადებით, ახალ ტერიტორიებზე ვითარება დასტაბილურდება

ახალ ტერიტორიებზე ვითარება დასტაბილურდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხდა.

როგორც პროპაგანდისტული გამოცემა "რია ნოვოსტი" იუწყება, პუტინმა კონკურსის - "წლის საუკეთესო მასწავლებლის" ლაურეატებსა და ფინალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალ ტერიტორიებს მშვიდად განვითარების შესაძლებლობა ექნება.

"ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება დასტაბილურდება. შევძლებთ, მშვიდად განვავითაროთ ეს ტერიტორიები და დაგეხმარებით მთლიანად ქვეყნის გაძლიერებაში. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ", - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო „რეფერენდუმები“ შედეგების გაყალბებით მოაწყეს.

30 სექტემბერს რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. 

იმავე დღეს, კრემლის ხელმძღვანელმა და მისმა მარიონეტებმა ანექსიის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა შეთანხმებები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „რუსეთის ფედერაციაში მიღების“ შესახებ, ხოლო ორშაბათს, 3 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიას დაუჭირა მხარი.

4 ოქტომბერს კი, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ანექსიას.



თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა
ნათია თურნავა ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
რინკევიჩი - EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს
სატვირთო ავტომობილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“