ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა,- აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ში განაცხადა.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვრული ფასის დაწესების შესახებ.

„ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, მათ შორის ნავთობის ფასის ზღვარი. ეს მშვენიერია, ჩვენ ავიღებთ გაზს. ჩვენ ვაწვებით რუსეთს“, - წერს ერმაკი.

გარდა ამისა, ასევე იკრძალება რუსეთიდან ფოლადისა და სხვა ფოლადის ნაწარმის, ხის, ქაღალდის, პლასტმასის, სიგარეტის, ძვირფასი ქვების, ფერადი და ძვირფასი ლითონების და სხვა საქონლის იმპორტი.

აკრძალულია არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურების გაწევა, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და იურიდიული კონსულტაციების საკონსულტაციო მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ სანქციები ასევე დაწესდება 35 ახალ პირსა და კომპანიაზე, რომლებიც ომში არიან ჩართულნი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიქტიური რეფერენდუმის გამართვასა და პროპაგანდას.

შეგახსენებთ, რომჯერ კიდევ 28 სექტემბერს ევროკომისიამ შესთავაზა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი მერვე პაკეტი ფსევდორეფერენდუმების ჩატარებასთან და უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით.

ამასთან, მანამდე 5 ოქტომბერს, ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, არნოლდას პრანკევიჩიუსმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ითვალისწინებს მესამე ქვეყნებისთვის ნავთობის ფასებზე შეზღუდვების დაწესებას, 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტზე.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა