Meta-მ, რომელიც ფლობს Facebook-სა და Instagram-ს, გადაწყვიტა 11000-ზე მეტი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება

Meta-მ, რომელიც ფლობს Facebook-სა და Instagram-ს, გადაწყვიტა 11000-ზე მეტი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება, განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თანამშრომლებისადმი მიწერილ წერილში. წერილის ტექსტი „მეტას“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„დღეს მინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი ყველაზე რთული ცვლილება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ მეტას ისტორიაში. მე გადავწყვიტე შევამცირო ჩვენი გუნდის ზომა დაახლოებით 13%-ით და გავათავისუფლო 11000-ზე მეტი ჩვენი ნიჭიერი თანამშრომელი“, - წერს ცუკერბერგი წერილში. მან გადაწყვეტილებას "რთული" უწოდა და ხალხის გათავისუფლებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო.

ყველა დათხოვნილ თანამშრომელს დაჰპირდნენ 16 კვირის საბაზისო ანაზღაურებას (პლუს დამატებით ორ კვირას ყოველი წლის სამსახურისთვის), ყოფილი თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის დაფარვას ექვსი თვის განმავლობაში და დახმარებას დასაქმებაში სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი სამი თვის განმავლობაში.

ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ Meta-მ შეამცირა ხარჯები მის ყველა ბიზნესში, განსაკუთრებით ბიუჯეტის და ჯილდოების შემცირებით. მან დასძინა, რომ კომპანია 2023 წელს ნაკლებ ადამიანს დაიქირავებს.

Wall Street Journal-მა, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია ცუკერბერგის გადაწყვეტილებაზე, მეტას თანამდებობიდან გათავისუფლებას უწოდა ყველაზე დიდი გათავისუფლება კომპანიის 18-წლიან ისტორიაში.

სექტემბრის ბოლოსთვის მეტას 87 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა