ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით 17 წლის პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში, 15 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა რკინიგზის სადგურთან მოხდა. 

დაჭრილი არასრულწლოვანი ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა