
სოლიდარობის ჟესტი მოლას რეჟიმის წინააღმდეგ მომიტინგეებთან: ირანის ნაკრების თერთმეტმა მოთამაშემ ინგლისთან მატჩის წინ თავი შეიკავა ქვეყნის ჰიმნის შესრულებისგან, თავის მხრივ, „სამი ლომის“ ფეხბურთელებმა ადამიანის უფლებების დასაცავად მუხლი მოიყარეს.
ყატარში ჩასვლის შემდეგ, ირანელი ფეხბურთელები თავს არიდებდნენ კითხვებს სამშობლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც ხელისუფლება თრგუნავს საპროტესტო აქციებს, რომლებიც დაიწყო მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ.
დოჰაში, ხალიფას სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ისლამური რესპუბლიკის ჰიმნის დაწყებისას სტვენა დაიწყეს.
„აქ მოვედი ირანელების ხმის გასაგონად, რათა მსოფლიომ გაიგოს ჩვენი სლოგანი: „ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება“, - თქვა მატჩზე მოსულმა ერთ-ერთმა ირანელმა.
შეხვედრის წინ, რომელიც ბრიტანელების გამარჯვებით 6-2 დასრულდა, ირანელების კაპიტანმა ეჰსან ჰაჯსაფიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და ფეხბურთელებს სოლიდარობა გამოუცხადა.
თუმცა ირანში, სადაც ექვს დემონსტრანტს უკვე მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, ბევრი აკრიტიკებდა ფეხბურთელებს იმის გამო, რომ საკმარისად არ უჭერდნენ მხარს მომიტინგეებს. AFP იუწყება, რომ მხოლოდ 200-მდე ადამიანი შეიკრიბა გიგანტური ეკრანის წინ თეირანის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჟურნალისტებს განუცხადა: "ნაკრებს ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ამჯერად არა, რადგან ფეხბურთელებმა ხალხს არ დაუჭირეს მხარი. ამჯერად მარცხის გამო არ ვნერვიულობდი".
Reuters-ის ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მათი ეროვნული ნაკრების მატჩის ტრანსლირება შეწყვიტა.
დღეს ირანში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ათასობით მგლოვიარე 16 წლის მოზარდის დაკრძალვაზე, რომელიც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და მას "ირანის მოწამეს" უწოდებენ.
ერთი დღით ადრე, ქვეყნის დასავლეთში, ქალაქ ჯავანრუდში უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებისას ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა.
მიმდინარე დემონსტრაციები ირანის რეჟიმის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ მცირე 426 ადამიანი დაიღუპა და 17 400-ზე მეტი დააკავეს.
ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს საპროტესტო აქციების მედიის გაშუქებას, ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომას, რაც ართულებს არეულობის დეტალების დადასტურებას.

მეტეორიტის ვარდნა ბათუმის თავზე
ასე გამოიყურება გზა ყარაბაღიდან სომხეთამდე
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას დუეტმა ბუდაპეშტში უმცროსი გრან-პრის ეტაპი მოიგო
კომპანია „ავერსმა" თავისი ისტორია ფარმაცევტული საქმიანობით დაიწყო
Blue-ს ბათუმში, გადაუღებელი წვიმის ქვეშ მოუწიათ კონცერტის გამართვა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |