შუახევის მერიის მიზნობრივი პროგრამის გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

შუახევის მერიის, მიზნობრივი პროგრამის, ,,მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით“,  გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. 

ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლელა აქიაშვილმა და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს. 

პროექტი წელს მესამედ ხორციელდება, რომლის ბიუჯეტიც ყოველ წლიურად მზარდია. მიმდინარე წელს, ,,გაეროს განვითარების პროგრამის" ფარგლებში, პროექტის ბიუჯეტი 15 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 30 000 ლარია.

პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა, რომელიც, როგორც ადგილობრივი წარმომადგენლებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო დაკომპლექტებული. კონკურსის ბოლო ეტაპზე 6 გამარჯვებული გამოვლინდა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება,  ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ღონისძიებას, მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს წევრი, მუნიციპალური გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ფატი ჭაღალიძე და მერიის ქალთა ოთახის მენეჯერი, თამილა ფუტკარაძე ესწრებოდნენ.


 



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა