სამეგრელოში 8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს

სამეგრელოში მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმისშვილის მიმართ ედავებიან.

შემთხვევა სამეგრელოში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

სასამართლომ ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. არასრულწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა