ჰერჩინსკი - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულის შემდეგ, ასევე მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციების შესრულება.

"დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ევროკავშირის 12 პუნქტიდან და ეს არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ამ კანონპროექტმა მეორე მოსმენა უკვე გაიარა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში. შემდეგ კი, გათვალისწინებული იყოს კომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციები", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა