
ევროკავშირი უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტს ამზადებს,- ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს იმისთვის, რომ რუსეთს „კიდევ უფრო მეტად დაუქვეითოს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების უნარი“.
„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, ყველაზე მტკივნეულ ადგილას, რათა კიდევ უფრო მეტად დავაქვეითოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე“,- განაცხადა ლაიენმა.
მისივე თქმით, მალე შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობის ფასების გლობალური ლიმიტის დამტკიცება G7-თან და სხვა მსხვილ პარტნიორებთან.
“ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს”,- დასძინა ლაიენმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

მეტეორიტის ვარდნა ბათუმის თავზე
ასე გამოიყურება გზა ყარაბაღიდან სომხეთამდე
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას დუეტმა ბუდაპეშტში უმცროსი გრან-პრის ეტაპი მოიგო
კომპანია „ავერსმა" თავისი ისტორია ფარმაცევტული საქმიანობით დაიწყო
Blue-ს ბათუმში, გადაუღებელი წვიმის ქვეშ მოუწიათ კონცერტის გამართვა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |