მეცოლა - ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გადაცემა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გადაცემა დაამტკიცა,- ამის შესახებ  ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, უკვე 9 თვეა, რაც კრემლის ომში, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება.

„რეკორდულ დროში, ევროპარლამენტმა ახლახან დაამტკიცა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გადაცემა, რათა გადაურჩეს ამ ომს და მალევე დაიწყოს რეკონსტრუქცია. 9 თვე კრემლის ომში, ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ არ შევიცვლით პოზიციას“,- წერს მეცოლა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების ტრანში გამოყო.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა