„რუსეთის სპეცსამსახურები ამზადებენ პროვოკაციებს თქვენს ტერიტორიაზე“ - უკრაინის გენშტაბის მიმართვა ბელარუსებს

რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები ამზადებენ პროვოკაციებს თქვენს ტერიტორიაზე,- ასე მიმართეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბელორუსის მოსახლეობას.

მათი თქმით, რუსეთი ცდილობს ბელარუსის რესპუბლიკა უკრაინასთან ომში „ნებისმიერი საშუალებით“ ჩაითრიოს.

„რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები ამზადებენ პროვოკაციებს თქვენს ტერიტორიაზე, მათი თავდასხმის მიზანი შეიძლება იყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძოდ, ოსტროვეცის ატომური ელექტროსადგური“,- აღნიშნულია მიმართვაში.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბელარუსის მოსახლეობამ თავიანთ ხელმძღვანელობას ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-18 მუხლის დაცვა უნდა მოსთხოვონ. თვალყური ადევნონ საეჭვო პირებისა და მანქანების ქმედებებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან ახლოს, შეატყობინონ ასეთი ქმედებების შესახებ სამართალდამცავებს და თუ მათი მხრიდან რეაქცია არ იქნება, მსოფლიო საზოგადოებას ყველა შესაძლო საშუალებით აცნობონ.

„უკრაინა მტრად არ თვლის შენს ქვეყანას, განსაკუთრებით შენს ხალხს... ჩვენ არ ვაპირებთ და არც ვგეგმავთ რაიმე აგრესიული ქმედებების განხორციელებას ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ეს არის უკრაინის ოფიციალური პოზიცია. დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეულ ადამიანზე, თქვენი სიფხიზლისა და სიტუაციის გაგების იმედი გვაქვს“,- აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიმართვაში.



კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
უკრაინის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ 86 710-მდე ჯარისკაცი დაკარგა