
უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ შაბათს კიევს ერთდროულად სამი ევროპული სახელმწიფოს: ბელგიის, პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობის მეთაურები ესტუმრნენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram-ის არხზე დაწერა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო მასთან მოლაპარაკებებს მართავს კიევში.
იმავდროულად, უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიჰალი ამბობს:
"მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობ ლიეტუვისა და პოლონეთის მთავრობის მეთაურებს, ინგრიდა სიმონიტეს და მატეუშ მორავიეცკის. ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში განვიხილეთ აქტუალური საკითხები და გამოწვევები, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ შეთანხმებას. განცხადება, რომელშიც ჩვენ შევთანხმდით ჩვენს რიგ პოზიციებზე“.
სხვა საკითხებთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მომხრენი არიან რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის მომხრენი არიან.
ასეთი დოკუმენტი შესაძლოა საჭირო გახდეს, როცა საერთაშორისო საჩივრები წარიმართება და უკრაინისთვის კომპენსაციის მექანიზმი გამოჩნდება, „რომლის მოდალობები შემდგომ განხილვას ექვემდებარება“.
ცნობისთის, ცოტა ხნის წინ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით რეპარაციების გადახდის მექანიზმის შექმნას მოითხოვდა. თუმცა, ეს დოკუმენტი საკონსულტაციო ხასიათისაა და მოსკოვმა მას "იურიდიულად ბათილი" უწოდა.

აქციის მონაწილეები უკრაინას ტანკების მიწოდებას ითხოვენ
კითხვა: რომელია უკრაინის პრემიერი?
ალჯაზერას რეპორტაჟი ბახმუტიდან
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ლავროვი საქართველოზე, მადლობა საპატრიარქოს და ალტინფოს ჟურნალისტის შეფასება მიმდინარე მოვლენებზე
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |