
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ემინე ჯაფაროვას დაუსწრებლად დაკავებას ითხოვს.
ვერეშჩუკსა და ჯაფაროვას ბრალად ედებათ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280.2 მუხლით) და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ორივე საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. ამასთან, ФСБ რაიონულ სასამართლოს სთხოვს, ბრალდებულის დაკავებას, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაცემის ან დეპორტაციის მომენტიდან.
გარდა ამისა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაში მითითებულია, რომ ვერეშჩუკი სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, მაგრამ არ არის მითითებული რომელი მუხლით. ამავე დროს, ჯაფაროვა ჯერ არ არის ასახული მონაცემთა ბაზაში.

აქციის მონაწილეები უკრაინას ტანკების მიწოდებას ითხოვენ
კითხვა: რომელია უკრაინის პრემიერი?
ალჯაზერას რეპორტაჟი ბახმუტიდან
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ლავროვი საქართველოზე, მადლობა საპატრიარქოს და ალტინფოს ჟურნალისტის შეფასება მიმდინარე მოვლენებზე
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |