შუახევში მთავარი სადღესასწაულო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

შუახევში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთავარი სადღესასწაულო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ღონისძიების ,, ახალი წლის დღეები საქართველოში” ფარგლებში,  მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოს გადაღების სტენდები და ინსტალაციები.

სადღესასწაულო აქტივობები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გათვლილი იყო ყველა თაობის ადამიანზე.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ სხვადასხვა პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. 

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებით გაუმასპინძლდა. ბავშვებისათვის მოეწყო სივრცეები, წარმოდგენები, სადაც პატარების განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.

ადგილობრივ მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, როსტომ ლორთქიფანიძემ.

ომარ ტაკიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შუახევში გამართული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში, მადლობის ბარათით, მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული შუახეველები დაჯილდოვდნენ.

დღის ბოლოს დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით,  ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 ანდრია გველესიანი და ბენდი კონცერტი გაიმართა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე დასრულდა.


 



გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ
კალაძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა
ჩხაიძე - საბადრაგო სამსახურისა და ექთნის მიერ გონების კარგვა უშუალოდ ნანახი არ ყოფილა
ჰეფიქიდი - სათამაშოები უნარების განვითარებისთვის