
დღეს ქედაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ,,მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პრეზენტაციას პროექტის კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ცინცაძე უძღვებოდა.
შეხვედრის მიზანს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა.
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სტრუქტურული ერთეულისა, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე ესწრებოდნენ.

აქციის მონაწილეები უკრაინას ტანკების მიწოდებას ითხოვენ
კითხვა: რომელია უკრაინის პრემიერი?
ალჯაზერას რეპორტაჟი ბახმუტიდან
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ლავროვი საქართველოზე, მადლობა საპატრიარქოს და ალტინფოს ჟურნალისტის შეფასება მიმდინარე მოვლენებზე
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |