2022 წელს 4 703 945 ტურისტიდან 1 087 257 ტურისტი რუსეთიდან იყო

2022 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4 703 945 ვიზიტი განხორციელდა. რუსეთიდან 1 087 257 ვიზიტორი შემოვიდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშოროსი ვიზიტების კუთხით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს 1 087 257 ვიზიტორი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ზრდა 410.5%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელზე 26.1%-ით ნაკლებია.

მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც გასულ წელს 925 561 ვიზიტი განხორციელდა. აქ წლიური ზრდა 183.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.

მესამე ადგილზე სომხეთია. აქედან 2022 წელს 742 593 ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 351%-ს შეადგენს, ხოლო 45.6%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა მოხვდა.

გასულ წელს ქვეყანაში 5 426 903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. წლიური ზრდა 188%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 42%-ით ნაკლებია. აქედან ტურისტული ვიზიტი 3 652 949 იყო, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს 131.6%-ით გაიზარდა, თუმცა 28%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდზე.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით ათეულში შემავალი დანარჩენი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:
მე-4 - ისრაელი - 210 178 ვიზიტი
მე-5 - უკრაინა - 168 915 ვიზიტი
მე-6 - აზერბაიჯანი - 152 969 ვიზიტი
მე-7 - ბელარუსი - 152 969 ვიზიტი
მე-8 - ყაზახეთი - 120 494 ვიზიტი
მე-9 - საუდის არაბეთი - 119 921 ვიზიტი
მე-10 - ირანი - 102 877 ვიზიტი

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, გასულ წელს აქედან 271 266 ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 44%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, ხოლო წლიური ზრდა 96.6%-ს შეადგენს. პანდემიამდელ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში დაახლოებით 482 ათასი ვიზიტი განხორციელდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების კუთხით გერმანია ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს 48 548 ვიზიტი განხორციელდა, რაც 45.5%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. მეორე ადგილზეა პოლონეთი, საიდანაც გასულ წელს 41 917 ვიზიტი განხორციელდა, 52.5%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, ხოლო მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 21 407 ვიზიტით, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრექსიტის მიუხედავად ისევ ევროკავშირის ქვეყნებში თვლის. 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 43%-ით არის შემცირებული.



გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ
კალაძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სისხლიანი რეჟიმი, რაც ქვეყანაში არსებობდა
ჩხაიძე - საბადრაგო სამსახურისა და ექთნის მიერ გონების კარგვა უშუალოდ ნანახი არ ყოფილა
ჰეფიქიდი - სათამაშოები უნარების განვითარებისთვის