
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა შაპოვალოვის განცხადება დააკმაყოფილა.
"უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მხარი დაუჭირა ვიაჩესლავ შაპოვალოვის მოთხოვნას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და შესაბამისი წინადადება მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, შაპოვალოვმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე, „ითხოვა გათავისუფლება, რათა კვების სერვისების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მომარაგებას საფრთხე არ შეექმნას".
„მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციებში და იმის დემონსტრირებაა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის მონაწილეები უკრაინას ტანკების მიწოდებას ითხოვენ
კითხვა: რომელია უკრაინის პრემიერი?
ალჯაზერას რეპორტაჟი ბახმუტიდან
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ლავროვი საქართველოზე, მადლობა საპატრიარქოს და ალტინფოს ჟურნალისტის შეფასება მიმდინარე მოვლენებზე
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |