
პოლონეთმა გერმანიას Leopard 2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა ოფიციალურად სთხოვა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
თავდაცვის მინისტრი მოუწოდებს ბერლინს, რომ შეურთდეს კოალიციას, რომელიც მხარს Leopard 2-ებით აღჭურვილ კიევს უჭერს.
„გერმანელებმა უკვე მიიღეს ჩვენი მოთხოვნა Leopard 2-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობის შესახებ. მე ასევე მოვუწოდებ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს ქვეყნების კოალიციას, რომლებიც მხარს უჭერენ Leopard 2-ებით აღჭურვილ უკრაინას. ეს არის ჩვენი საერთო საქმე, რადგან ეს მთელი ევროპის უსაფრთხოებას ეხება“, - ამბობს ბლაშჩაკი.
შეგახსენებთ, Leopard 2-ის ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის კიევისთვის გადაცემის საკითხი 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა "რამშტაინის" ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აშშ და სხვა მოკავშირეები ელოდნენ, რომ გერმანია თავად მიაწოდებდა უკრაინას სამხედრო ტექნიკას და სხვა ქვეყნებს, როგორც მწარმოებელი, რეექსპორტის საშუალებას მისცემდა.
"რამშტაინის" ფორმატში შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ "მცირე კოალიციის" შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა კიევს ტანკებით მაინც უზრუნველყოფს.
აღნიშნულს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოჰყვა. ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია არ არის წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს.

აქციის მონაწილეები უკრაინას ტანკების მიწოდებას ითხოვენ
კითხვა: რომელია უკრაინის პრემიერი?
ალჯაზერას რეპორტაჟი ბახმუტიდან
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ლავროვი საქართველოზე, მადლობა საპატრიარქოს და ალტინფოს ჟურნალისტის შეფასება მიმდინარე მოვლენებზე
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |