
პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის გადაიხადოს მაღალი ფასი ამ უსამართლო ომისთვის,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნებს, რომლებსაც Leopard-ის ტიპის ტანკები ჰყავთ, უნდა მოამზადონ უკრაინაში გასაგზავნად.
"პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის გადაიხადოს მაღალი ფასი ამ უსამართლო ომისთვის. მას მობილიზებული ჰყავს 200 000-ზე მეტი ჯარისკაცი და იძენს ახალ იარაღს სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს მინიშნება იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი მიზნები. მას სურს უკრაინის კონტროლი და გეგმავს ახალ შეტევებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ უფრო მძიმე და განვითარებული სისტემები, რათა უკრაინის ძალებმა მოახერხონ და მოიგერიონ რუსული ძალები. არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის და ტერიტორიის უკან დაბრუნებისთვის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში.
მეგობარ ქვეყნებს, რომლებსაც Leopard-ის ტიპის ტანკები ჰყავთ, შეუძლიათ დააზუსტონ იმ ტექნიკის რაოდენობა, რომლებიც თავისუფალია უკრაინელებისთვის გადასაცემად. მათ უნდა მოამზადონ ეს აღჭურვილობა გასაგზავნად და დაიწყონ უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადება",- განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, Leopard 2-ის ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის კიევისთვის გადაცემის საკითხი 50 ქვეყნის წარმომადგენლებმა "რამშტაინის" ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილეს, თუმცა Leopard 2-ის ტანკების მიწოდებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აშშ და სხვა მოკავშირეები ელოდნენ, რომ გერმანია თავად მიაწოდებდა უკრაინას სამხედრო ტექნიკას და სხვა ქვეყნებს, როგორც მწარმოებელი, რეექსპორტის საშუალებას მისცემდა.
"რამშტაინის" ფორმატში შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ "მცირე კოალიციის" შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს არ გადასცემს, ვარშავა კიევს ტანკებით მაინც უზრუნველყოფს.
აღნიშნულს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოჰყვა. ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია არ არის წინააღმდეგი, პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს.

აქციის მონაწილეები უკრაინას ტანკების მიწოდებას ითხოვენ
კითხვა: რომელია უკრაინის პრემიერი?
ალჯაზერას რეპორტაჟი ბახმუტიდან
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ლავროვი საქართველოზე, მადლობა საპატრიარქოს და ალტინფოს ჟურნალისტის შეფასება მიმდინარე მოვლენებზე
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |