
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის გადაცემული მანქანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო.
აღნიშნული თემით უწყება პარტიის წევრების მხრიდან სატელევიზიო ეთერებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაინტერესდა.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება",- აცხადებენ უწყებაში.
საქმე ეხება ავტომობილს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიამ საჩუქრად დავით კეზერაშვილისგან მიიღო. როგორც ბეჟაშვილმა 22 იანვარს ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდა, მიუღია საჩუქრებიც, მათ შორის ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თავად ნიკა მელია, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ "მას შემდეგ რაც დაინახა, რომ კეზერაშვილი შიდა პარტიულ პროცესებში ჩარევას ცდილობდა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება რამდენჯერმე სცადა". ხოლო ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის ნაჩუქარი მანქანა, მისივე თქმით, დღემდე პარტიის ავტოფარეხშია.

აქციის მონაწილეები უკრაინას ტანკების მიწოდებას ითხოვენ
კითხვა: რომელია უკრაინის პრემიერი?
ალჯაზერას რეპორტაჟი ბახმუტიდან
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ლავროვი საქართველოზე, მადლობა საპატრიარქოს და ალტინფოს ჟურნალისტის შეფასება მიმდინარე მოვლენებზე
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |