
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საგარეჯოში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაიკრძალა.
შსს-ს ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მისმა მოადგილეებმა, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.
"საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
დაკრძალვის ცერემონიამდე, გუშინ, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპული პოლიციელის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელი - ოთარ ღვინაშვილი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.
პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი, რომელმაც სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე თვითლიკვიდაცია განახორციელა, ყოფილი სამხედროა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა 5 პირი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები უკრაინას ტანკების მიწოდებას ითხოვენ
კითხვა: რომელია უკრაინის პრემიერი?
ალჯაზერას რეპორტაჟი ბახმუტიდან
ბუბა კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ლავროვი საქართველოზე, მადლობა საპატრიარქოს და ალტინფოს ჟურნალისტის შეფასება მიმდინარე მოვლენებზე
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |