ბახმუტთან ბრძოლებში დაიღუპა აფხაზეთის ომის ვეტერანი და უნა-უნსოს ერთ-ერთი ლიდერი

უკრაინული თავდაცვითი ორგანიზაცია "უნა-უნსოს" ერთ-ერთი ლიდერი, ვალერი პალჩიკი დაიღუპა უკრაინაში ბახმუტთან ბრძოლებში.

პალჩიკი 1992-1993 წელებში იბრძოდა აფხაზეთში, საქართველოს მხარეს. 

1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ბრძოლებში ბევრი უკრაინელი მოხალისე მონაწილეობდა. რადგან უკრაინული კანონები მათ ქვეყნის გარეთ მიმდინარე კონფლიქტებში მონაწილეობას უკრძალავდა, მათი ჩამოყვანის ორგანიზებას უკრაინული ნაციონალური ასამბლეისა და უკრაინის ნაციონალური თავდაცვის - იმავე “უნა-უნსოს” -ორგანიზაცია ახდენდა. 

1992-93 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 300-მდე უკრაინელი მოხალისე იბრძოდა. ისინი, ძირითადად, იმ სამთო ბატალიონში იყვნენ თავმოყრილნი, რომელსაც მაიორი ოლეგ ბაბროვიჩი მეთაურობდა. ქვედანაყოფი ბრძოლებში 1993 წლის ივლისში ჩაება და სოხუმის განაპირა სოფლის, შრომის, აღების დროს პირველი დანაკარგიც განიცადა. ოლეგ ბაბროვიჩი ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის მფლობელია. 



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება