
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში, გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ ფარგლებში, საბავშვო მასტერკლასები გაიმართა.
მასტერკლასზე ბავშვებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, თავად ააწყვეს არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობების სამგანზომილებიან მაკეტები.
მასტერკლასებს ხელმძღვანელობდნენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე იმუშავეს.
ლადო ალექსი-მესხიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. „თიბისი კონცეპტში“ წარმოდგენილ გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს ლადო ალექსი-მესხიშვილი ნამუშევრების ფართო საარქივო კოლექციას და კიდევ ერთხელ გაიაზროს არქიტექტურაში სოციალური რეალიზმის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებლის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ჩანახატების, ნახაზების, ფოტოებს, საარქივო მასალისა და მაკეტების პარალელურად, დამთვალიერებელი რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმს იხილავს. რომელიც, როგორც თავად რეჟისორი ამბობს, ლადო ალექსი-მესხიშვილს კიდევ უფრო ახლოდან და განსხვავებული რაკურსით გვაცნობს.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სულ მალე გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ქუთაისში გადაინაცვლებს. დამთვალიერებელს მისი ნახვა ი. გრიშაშვილის #26 მდებარე, „თიბისის“ ფილიალის საგამოფენო სივრცეში შეეძლება.
გამოფენის მხარდამჭერი, ისევე როგორც, ჩვენი უახლესი ისტორიის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების პოპულარიზაციის და ხელახლა გააზრების ინიციატორი, „თიბისია“.

აშშ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსული ავიაგამანადგურებელი მათ დრონს აზიანებს
რუსეთის ქალაქ როსტოვში ФСБ-ის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა
დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, თურქეთი ამჯერად წყალდიდობაა
პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს
ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა დაჯგუფება „ალტ-ინფომ“ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |