
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა წუხელ გონება დაკარგა.
როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მას სისუსტე და მაღალი ტემპერატურა აქვს.
"მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა ღამე, 03:00-04:00 საათებს შორის შუალედში. ეს აბაზანაში მოხდა მოძრაობის დროს. როცა მე მოვედი, ექიმები უკვე შესულები იყვნენ და გასინჯეს. თვითონ როგორც მითხრა, რაღაც დაზიანებები მივიღეო... როგორც ყოველთვის, აქვს საშინელი სისუსტე, საშინელი ფერი და სიცხე ძალიან მაღალი - 39-მდე ჰქონდა იმ ფონზე, რომ უკვე კოვიდუარყოფითია", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ.
შეკითხვაზე, როგორი პოზიცია აქვს ექსპრეზიდენტს ენტერალურ კვებასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილი კვების ამ მეთოდის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია.
"მისი პოზიციაა, რომ ის ჯერჯერობით კატეგორიულ უარს აცხადებს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ იქნებ, ცოტა დაფიქრდეს. რატომაც არ თანხმდება, ბევრი მიზეზი აქვს - მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერც მე გავიგე რაშია საქმე, მაგრამ ბევრ მიზეზს ასახელებს", - უთხრა ჟურნალისტებს ალასანიამ.

აშშ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსული ავიაგამანადგურებელი მათ დრონს აზიანებს
რუსეთის ქალაქ როსტოვში ФСБ-ის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა
დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, თურქეთი ამჯერად წყალდიდობაა
პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს
ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა დაჯგუფება „ალტ-ინფომ“ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |