კალაძე - ლევან ხაბეიშვილი ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო შეუძლებელი იყო, არ მოეგო

ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის, შეუძლებელი იყო, მას არ მოეგო,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას.
 
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

„ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ისე მოემზადა  ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა მოსახლეობას. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“,- განაცხადა კალაძემ. 

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან.

„რეალურად ხაბეიშვილი არავინ არის. ის ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითია. დარწმუნებული ვარ, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ნახეთ, ისინი როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა.  შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლებაში მათი ყოფნის დრო რას კადრულობდნენ, ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე კომპრომატი ჰქონდათ. დღესაც პარტიაში საკუთარი გუნდის წევრებს წერენ. ეს გააკეთეს მელიასთან მიმართებაში. ეს მათი საქმეა. თუმცა, ცხადია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  კეზერაშვილი-მერაბიშვილი არიან“,- დასძინა კალაძემ.



კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება
მოსკოვის სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ ოთხი წევრი დაუსწრებლად გაასამართლა
რუსეთის აგრესიას უკრაინაში 465 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 940-ზე მეტი დაშავდა