გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიაციაში გადაჰყავთ.

როგორც ჩალაძემ მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ უთხრა, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზე. 

"ამ წუთებში პრეზიდენტი სააკაშვილი გადაჰყავთ რეანიმაციაში. ამ წუთას ჩამოვედი პირად ექიმთან საუბრის შემდეგ, ბატონი ზურაბიც საქმის კურსშია. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო და კრიტიკულ ზღვარზე. მისი სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთებში, მზადდება რეანიმაციული პალატა", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილი კლინიკა "ვივამდიდან" არ გაჰყავთ. 



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება