
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის სამხედრო პოტენციალის დასუსტებასთან ერთად, სანქციების დაწესებას სიმბოლურ სამომხმარებლო საქონელზედაც ითვალისწინებს.
მართალია, სავაჭრო ემბარგოს მთავარი მიზანი მაღალტექნოლოგიური ნივთების რუსეთის სამხედრო მანქანისთვის მიწოდების შეზღუდვაა, თუმცა ამავე სიაში მოხვდა უნიტაზები, ცისტერნები და მსგავსი სანტექნიკის მოწყობილობები, ბუხრები, აგური, საბურავები და კალმებიც კი.
ტუალეტები სიმბოლური მას შემდეგ გახდა, რაც რუსმა ჯარისკაცებმა მათი მოპარვა, ჯერ 2008 წელს საქართველოში დაიწყეს და ახლა უკრაინაში აგრძელებენ. რაც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 24-წლიანმა მმართველობამ ვერაფერი გააკეთა რიგითი რუსების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. რუსეთში ყოველ მეხუთე სახლში შესაბამისი სანტექნიკა არ არის.
"ნება მიეცით, წაიღონ უნიტაზები - მათ ისინი გზად გამოადგებათ და სახლში გააგზავნიან". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"როგორც იცით, რუსები ადრე საკუთარ ოცნებაზე საუბრისას ამბობდნენ, რომ ეს პარიზის ნახვა და შემდეგ სიკვდილი იყო. დღეს ეს უნიტაზის მოპარვა და შემდგომ სიკვდილია". - ამბობდა ზელენსკი აპრილში.

მეტეორიტის ვარდნა ბათუმის თავზე
ასე გამოიყურება გზა ყარაბაღიდან სომხეთამდე
ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას დუეტმა ბუდაპეშტში უმცროსი გრან-პრის ეტაპი მოიგო
კომპანია „ავერსმა" თავისი ისტორია ფარმაცევტული საქმიანობით დაიწყო
Blue-ს ბათუმში, გადაუღებელი წვიმის ქვეშ მოუწიათ კონცერტის გამართვა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |