„როგორ გააძლიერა პუტინმა ის, რის განადგურებასაც აპირებდა“ - როგორი იყო რუსეთ-უკრაინის ომის ერთი წელი

ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დილის 3:40 საათზე რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

დაახლოებით დილის 5:00 საათზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის“ ე.წ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გამოაცხადა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი კიევში და მის მახლობლად სარაკეტო თავდასხმები დაიწყო.

ომის პირველი დღები ყველას ერთნაირად დაამახსოვრდა, თუმცა შიში და პანიკა ეროვნულმა ერთიანობამ და გამარჯვების რწმენამ მალევე შეცვალა.

რაც მოხდა დიდ ქალაქებში :

24 თებერვლის დილა დედაქალაქის გარშემო მდებარე ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებით დაიწყო. რუსეთის ჯარები რეგიონში ჩრდილოეთიდან შევიდნენ და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს, რის შედეგადაც ქალაქში თავდაცვისთვის მზადება დაიწყეს. როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე კიევშიც შემოღებულ იქნა კომენდანტის საათი, რომლის დროსაც შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო მეტრო თავშესაფრის რეჟიმში მუშაობდა.

მტერი გოსტომელში, ანტონოვის აეროდრომზე დაეშვა, მაგრამ დამარცხდა. სარაკეტო შეტევა გაგრძელდა მეორე დღესაც, ოკუპანტებმა სახმელეთო ძალების გაყვანა სუმის რეგიონიდან დაიწყეს, ქალაქში რამდენიმე დივერსიული ჯგუფი შევიდა.

კიევის მახლობლად, ვასილკოვის აეროდრომისთვის ბრძოლა 26 თებერვალს დაიწყო, სადაც Ilyushin Il-76-ის თვითმფრინავების ჩამოგდება გახდა შესაძლებელი. მტერი დედაქალაქში შესვლას დასავლეთის მხრიდან ცდილობდა. ერთი თვის განმავლობაში ბრძოლა გარეუგნებში იყო კონცენტრირებული. აპირილის დასაწყისში კიევისთვის ბრძოლა მოგებული იყო.

24 თებერვლის დილა, ხარკოვის მაცხოვრებლებისთვისაც ანალოგიურად დაიწყო, თუმცა კიევისგან განსხვავებით, აქ მტერმა არტილერია გამოიყენა. მომდევნო დღეებში მტერი ცდილობდა ქალაქის საზღვრების გარღვევას, ქალაქში რამდენიმე ტანკიც კი შევიდა, მაგრამ განადგურდა.

25 თებერვალს საღამოს დარტყმა მიაყენეს ბავშვთა რეგიონულ საავადმყოფოსა და სისხლის სერვის ცენტრს. უკრაინულმა ძალებმა ქალაქში დივერსანტები დააკავეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შექმნილიყო ხარკოვიდან გასვლის ილუზია მტრის მოსატყუებლად და მოწინავე ჯგუფების აღმოსაფხვრელად, რის შემდეგაც, პირველი ბრძოლების დროს დამპყრობლებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს.

ამის შემდეგ რუსი სპეცრაზმი 134-ე სკოლაში გამოიკეტა, მაგრამ სატანკო იერიშის დროს განადგურდა. ამის შემდეგ მტერი ხარკოვში აღარ შემოსულა, თუმცა მან ქალაქის არტილერიით დარტყმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სექტემბრის კონტრშეტევამდე განაგრძო.

ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი იყო თავდასხმა ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე მარტის დასაწყისში.

პირველი დარტყმები ოდესაში,  24 თებერვალს დილით განხორციელდა. დამპყრობლემა იერიში აეროპორტზე, საწყობებზე, სარადარო და საჰაერო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ მიიტანეს. აფეთქებები რამდენიმე რაიონში მოხდა, თავად ქალაქში მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ სოფელ ლიპეცკოეში (ოდესის ოლქი) სამხედრო ნაწილზე დარტყმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

26 თებერვალს საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული Су-30 ჩამოაგდეს, ამის პარალელურად ქალაქში დივერსიული ჯგუფები დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, 28 თებერვალს, მტერმა ლუზანოვკას სანაპიროზე, დაშვება დაგეგმა. მაგრამ ბოლო მომენტში მეზღვაურებმა, სავარაუდოდ, ბუნტი მოაწყვეს და უკრაინულმა ძალებმა მტერს ამ ტერიტორიის დატოვების უფლება მისცა.

რუსული ჯარები ქალაქს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუახლოვდნენ და სუმისთვის ბრძოლა მაშინვე დაიწყო, უკვე 24 თებერვლის საღამოს სუმის ქუჩებში მოწინააღმდეგის ტექნიკა მოძრაობდა, გავრცელდა პირველი ცნობები მსხვერპლის შესახებაც. მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციული შენობები კვლავ უკრაინელების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, სასაზღვრო სამსახურის კადეტთა კორპუსი კი თავდაცვის ფორპოსტად იქცა.

ქალაქი გამუდმებით ექვემდებარებოდა დაბომბვას, რის შედეგადაც სუმში ვითარება კრიტიკული და ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იყო. უკრაინული ძალების ზეწოლის შედეგად მტერმა რეგიონი მხოლოდ აპრილის დასაწყისში დატოვა.

მსგავსი ვითარება განვითარდა ჩერნიგოვშიც, 24 თებერვლის საღამოსთვის შესაძლებელი გახდა ჯავშანტექნიკის წინსვლის შეჩერება და პირველმა რუსულმა დანაყოფებმა დანებება დაიწყეს. შემდეგ უკრაინულმა ძალებმა აიძულეს მტერი უკან დაეხია.

პირველი კვირებისა და თვეების განმავლობაში, ჩერნიგოვზე მასიური თავდასხმები ხორციელდებოდა, ოკუპანტებს ქალაქის დაახლოებით 70%-ი უკვე განადგურებული ჰქონდა.

ხერსონზე შეტევა სამხრეთიდან, ოკუპირებული ყირიმიდან დაიწყო. 24 თებერვალს, დილით, რუსებმა ჩერნობაევკას აეროდრომს დაარტყეს. დღის განმავლობაში დამპყრობლებმა აიღეს რამდენიმე ქალაქი - გენიჩესკი, სკადოვსკი, კახოვკა, ნოვაია კახოვკა, ტავრიჩესკი, ასევე კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგური და ჩრდილოეთ ყირიმის არხი.

მეორე დღეს ბრძოლებმა, უკვე ანტონოვსკის ხიდის მიდამოში გადაინაცვლა. თებერვლის ბოლოს კი ხერსონი უკვე მთლიანად ალყაში აღმოჩნდა. შემდეგ იყო ხანგრძლივი ოკუპაცია, პროტესტი რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ და ხერსონის პარტიზანების გმირული წინააღმდეგობა.

პირველივე დღიდან რუსეთის ჯარებმა მარიუპოლის სრული და მიზანმიმართული განადგურება დაიწყეს. მტერი თავს დაესხა ასაფრენ ბილიკს სოფელ ილიჩევსკოეში და მარცხენა სანაპიროს დაარტყა, სწორედ მაშინ დაიწყო პირველი ცნობების გავრცელება საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ. შემდეგ რუსული ტანკები მარიუპოლის მიმართულებით წავიდნენ, მაგრამ საზღვაო ქვეითების და აზოვის ძალისხმევით განადგურდნენ. მომდევნო დღეებში ქალაქი საარტილერიო დაბომბვისა და საჰაერო დარტყმების ქვეშ იყო.

მარტში სიტუაცია კატასტროფული გახდა, ფართომასშტაბიანმა განადგურებამ სინათლის, სითბოსა და კომუნიკაციების ნაკლებობა გამოიწვია. გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინული ძალები მარიუპოლის დაცვას მაისის შუა რიცხვებამდე აგრძელებდნენ, სანამ ბოლო დამცველებმა, შეთანხმებების თანახმად, არ დატოვეს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია.

შოკი და ევაკუაცია

პირველი აფეთქებების შემდეგ უკრაინელებმა ქალაქების დატოვება და შედარებით უსაფრთხო რეგიონებში გადასვლა დაიწყეს. ამასთან, მიუხედავად ხელისუფლების მოწოდებისა, რომ მოსახლეობა პანიკაში არ ჩავარდნილიყო, ხალხი საკვების შეძენას და მომარაგებას ჩქარობდა, რიგები იყო ბენზინგასამართ სადგურებზეც.

ურთულესი ვითარება შეიქმნა მარიუპოლში. სადაც, ფაქტიურად რამდენიმე დღეში, სუპერმარკეტების თაროები ცარიელი იყო და დაფიქსირდა ძარცვის პირველი შემთხვევებიც.

ლუგანსკის ოლქი იყო პირველი, რომელმაც ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ რეგიონი. ევაკუაცია ლისიჩანსკის, რუბიჟნესა და სვატოვოს რკინიგზის სადგურებიდან ხდებოდა.

ლუგანსკის რეგიონის გარდა, ევაკუაციის მატარებლებმა დაიწყეს მოძრაობა მარიუპოლიდან, კრამატორსკიდან და კონსტანტინოვკადან. უკვე 25 თებერვალს, ფრენები დასავლეთით განხორციელდა ვინიციდან და კიევიდან, შემდეგ კი დნეპერიდან, კრივოი როგიდან და ხმელნიცკიდან.

საომარი მოქმედებების გამო მატარებლები თავდაპირველად ვერ ახერხებდნენ გრაფიკის მიხედვით სიარულს, თუმცა პრიორიტეტში კვლავ რჩებოდა ქალაქიდან ბავშვების, ქალებისა და მოხუცების გაყვანა.

რიგები სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში

პირველი სარაკეტო და საჰაერო დარტყმისთანავე, უკრაინის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებმა განგაში მიიღეს და მობილიზაციისთვის მზადება დაიწყეს. უფრო მეტიც, ბევრ ქალაქში პრეზიდენტის განკარგულებამდე უკვე რიგები იდგა. კერძოდ, კიევის გაწვევის ცენტრებში ასობით წვევამდელი და რეზერვისტი მივიდა. მსგავსი ვითარება დაფიქსირდა ბევრ ქალაქში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შესაძლებელი გახადა თავდაცვის გამართვა, როგორც ჩანს, იყო იარაღის მასიური განაწილება.

ამ ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან იარაღს იმათაც კი აძლევდნენ, ვისაც აქამდე ეს გამოცდილება არ ჰქონია. ასე მაგალითად, ომის პირველ დღეებში კიეველებს 10 ათასზე მეტი ტყვიამფრქვევი გადაეცათ. იარაღის მისაღებად კი ერთადერთი მოთოვნა პასპორტი იყო.

მოხალისეობის სული და შემოწირულობის კულტურა

რუსეთის შეჭრამ არა მხოლოდ გააძლიერა მოხალისეთა მოძრაობა უკრაინაში, არამედ უზარმაზარ მასშტაბებამდე გაიზარდა. რეგიონებში, სადაც არ იყო აქტიური საომარი მოქმედებები, ათიათასობით უკრაინელი მხარს უჭერდა იძულებით გადაადგილებულ პირებს, აწვდიდა ჯარს და უსაფრთხოების სხვა ძალებს საჭირო მარაგით.

2021 წელს UNICEF-ის მხარდაჭერით გაშვებულმა მოხალისეების პლატფორმამ 400 000-ზე მეტი მომხმარებელი და 500-ზე მეტი ორგანიზაცია გააერთიანა. მეტიც, ომის სულ რაღაც სამ თვეში მონაწილეთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ათასობით მოხალისე ჩართული იყო ჰუმანიტარულ შტაბებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გარდა ამისა, ომის დაწყებიდან უკრაინელები მასიურად ეხმარებოდნენ ჯარს შემოწირულობებით.

შემოდგომის მონაცემებით, ფონდმა Turn Back We Live შეაგროვა დაახლოებით 5 მილიარდი გრივნა და შემოწირულობების რეალური ბუმი დაფიქსირდა შემოჭრის პირველ სამ კვირაში.

ეს ფონდი სპეციალიზირებულია დრონების, თერმული გამოსახულების, walkie-talkies და საავტომობილო აღჭურვილობის შეძენაში. ის ასევე იყო პირველი უკრაინაში, ვინც შეიძინა Bayraktar TB2 კომპლექსი.

2022 წლის თებერვალში საქველმოქმედო ფონდმა, Serhiy Prytula გააფართოვა თავისი საქმიანობა და გახსნა სამხედრო შტაბი სამხედროების დასახმარებლად და ჰუმანიტარული შტაბი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

ყველაზე გახმაურებული ინიციატივები იყო თურქული Bayraktar თვითმფრინავების საფასური (მწარმოებელი კომპანია საბოლოოდ მათ უფასოდ ჩუქნიდა) და კამიკაძე დრონებს, როდესაც უკრაინელებმა დღეში 350 მილიონზე მეტი გრივნა გასცეს.

მოხალისეთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, SOS Army Foundation-ის დეველოპერმა გუნდმა წარმოადგინა Krapiva საბრძოლო სისტემა, რომელიც აერთიანებს დაზვერვას და  კონტროლს.

რა დაკარგა რუსეთმა უკრაინის ომის დროს?

როგორც ჩანს, კრემლი იმედოვნებდა სწრაფ სამხედრო კამპანიას და გეგმავდა უკრაინის დიდი ტერიტორიების სწრაფად ხელში ჩაგდებას, მათ შორის კიევის, რათა იქ თავისი მარიონეტული ხელისუფლება დაემყარებინა. თუმცა, უკრაინელების წინააღმდეგობამ, ისევე როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმეტესობის შემდგომმა პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სამხედრო მხარდაჭერამ, გაანადგურა ეს გეგმები. შედეგად, მოსკოვს მოუწია შეეზღუდა შეტევა კიევის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის წინააღმდეგ და დაეტოვებინა ხერსონი, რომელიც ომის დასაწყისში იყო ოკუპირებული.

აგრესიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ რუსეთის არმიას შესამჩნევი წარმატებების დემონსტრირება აღარ შეუძლია.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, რუსული არმიის დანაკარგების ზუსტი რაოდენობა საიდუმლოდ რჩება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, რომელიც დეპარტამენტმა გასული წლის სექტემბერში გამოაქვეყნა - 5 937 ადამიანის დაღუპვის შესახებ იტყობინება. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღიარა 89 ჯარისკაცის დაღუპვა მაკეევკაში დაბომბვის დროს, რომელიც პირველ იანვარს ღამით მოხდა. ამრიგად, დაღუპულთა რიცხვმა, დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 6 ათას ადამიანს გადააჭარბა.

რუსეთის სამხედრო დეპარტამენტისგან განსხვავებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობის შესახებ ანგარიშს ყოველდღე აქვყნებს. ამრიგად 2023 წლის 24 თებერვლისთვის რუსულმა არმიამ 146 820-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, განვითარებულმა ქვეყნებმა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ უპრეტენდენტო რაოდენობის სანქციები შემოიღეს.

მათი შედეგი იყო სახელმწიფოს საერთაშორისო აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყინვა, რუსი „ოლიგარქების“ ქონების ჩამორთმევა, რუსული ნედლეულის კომპანიების მიერ ევროპული ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვა. ბოლო შეფასებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 2,1%-ით  შემცირდა.

გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ომი თანამოქალაქეების წინააღმდეგაც დაიწყო, ამას მოწმობს FSB სტატისტიკა, რომელის მიხედვითაც, გასულ წელს რუსეთი 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კრემლს თითქმის არ ჰყავს სრულუფლებიანი მოკავშირეები საერთაშორისო ასპარეზზე, გარდა თაღლითური რეჟიმებისა და ქვეყნებისა, რომლებსაც ჩვეულებრივ „ჩავარდნილ სახელმწიფოებს“ უწოდებენ. ამრიგად, რუსეთმა ომი დასავლურ სამყაროსაც გამოუცხადა.

რუსეთში დაწესდა აკრძალვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების - მიკროელექტრონული საშუალებების (გარდა საყოფაცხოვრებო), სამოქალაქო თვითმფრინავებისა და მათთვის სათადარიგო ნაწილების, ნავთობის გადამუშავების აღჭურვილობის მიწოდებაზე.

რუსეთი მასზე დაწესებული სანქციების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი გახდა და ამ მაჩვენებლით ირანსაც გაუსწრო. სანქციების ქვეშ მყოფი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობამ კი 5 500-ს გადააჭარბა.

დასავლეთის ქვეყნები გაერთიანდნენ და ყველამ ერთად დაგმო კრემლი, რასაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ადასტურებს, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის წლისთავამდე ერთი კვირით ადრე გაიმართა.

კრემლმა ამ ომის განმავლობაში, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ყველა მედია დახურა და ისინი "უცხო აგენტებად" გამოაცხადა.

ფუნქციონირება შეწყვიტა იმ პლატფრომებმა, რომლებიც მწერლებისა და მხატვრების, თეატრის მუშაკებისა და მუსიკოსების, ფილოსოფოსების, ხელოვნებათმცოდნეების და მასწავლებლების განცხადებების ადგილი იყო, რომლებიც ყირიმის ანექსიის შემდეგ თავიანთ პოზიციას გამოხატავდნენ.

მათ ნამუშევრებში კი ნათქვამი იყო, რომ „ჰუმანიზმი არ შეიძლება იყოს აბსტრაქტული: სიკვდილი და ბოროტება არის სიკვდილი და ბოროტება, შეუძლებელია ადამიანების მოკვლა, დაუშვებელია კანიბალისტური პოლიტიკის მხარდაჭერა“.

2022 წლის 2 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ შეკრიბა „საერთაშორისო ომის საწინააღმდეგო კოალიცია“, რომელშიც მინიმუმ 86 სახელმწიფო და 15 საერთაშორისო ორგანიზაცია შედიოდა.

კულებას თქმით, უკრაინას იარაღს 19 ქვეყანა აწვდიდა, ხოლო 10 ქვეყანა მაკროფინანსურ დახმარებას უწევდა.

2022 წლის 8 მარტს პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინა იარაღს 15 ქვეყნიდან იღებს, მათ შორის შეერთებული შტატებიდან.



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება