
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხევის ფაქტზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
უწყების ცნობით, საქმის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.
"სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია.

აშშ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსული ავიაგამანადგურებელი მათ დრონს აზიანებს
რუსეთის ქალაქ როსტოვში ФСБ-ის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა
დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, თურქეთი ამჯერად წყალდიდობაა
პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს
ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა დაჯგუფება „ალტ-ინფომ“ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა კვლავ ჩამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |