გოშევსკა - ექიმები მოამზადებენ დასკვნას, რომელიც სააკაშვილის გადარჩენის საფუძველი იქნება

ექიმები მოამზადებენ დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება სააკაშვილის გადარჩენის საფუძველი,- ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა.

მისი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან ხელისუფლების ქმედებებს და უნდა სჯეროდეთ, რომ კონკრეტული არგუმენტები და საუბარი ქართულ მხარესთან გაჭრის და საღი აზრი გაიმარჯვებს.

"ნებისმიერ დროს შეგვიძლია თვითმფრინავი გავუშვათ და სამედიცინო მისიით გავფრინდეთ საქართველოში. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის პროფესიონალურად და უმაღლეს დონეზე შესამოწმებლად და საბოლოოდ პოლონურ საავადმყოფოში გადმოყვანისა და მკურნალობის მიზნით. ეს იქნება პოლონელ მედიკოსთა ჯგუფი ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და ევროკავშირის 27 ქვეყნის პატრონაჟით. საფრთხე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება დაკავშირებულია მის სავარაუდო მოწამვლასთან, ასევე, უზარმაზარი წონის კლებასთან. ყოფილი პრეზიდენტის შემოწმების შემდეგ სამედიცინო კომისია მოამზადებს დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენის საფუძველი. რაც შეეხება კითხვას, დათანხმდება თუ არა ქართული მხარე სააკაშვილის გამოკვლევასა და მკურნალობას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საერთაშორისო ზეწოლისთვის, რომ საქართველო დათანხმდეს ამას, თუმცა შანსებზე საუბარი ძნელია. ყველა ვხედავთ ამ მომენტში ქართულ სახელმწიფოსა და დემოკრატიის მდგომარეობას. ვხედავთ პროტესტს და ყურადღებით ვაკვირდებით ხელისუფლების ქმედებებს. თუმცა უნდა გვჯეროდეს, რომ კონკრეტული არგუმენტები და საუბარი ქართულ მხარესთან გაჭრის და საღი აზრი გაიმარჯვებს",- განაცხადა გოშევსკამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მარტს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო.

 



„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება
მოსკოვის სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ ოთხი წევრი დაუსწრებლად გაასამართლა