Politico - ჩინეთმა რუსეთს შაშხანები და სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდა

ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს 1 000 შაშხანა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაუგზავენს, რომელებიც სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის დრონების ნაწილები და ჯავშანჟილეტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ImportGenius-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მიმწოდებლებს შორის არის ჩინეთის მთავრობასთან მჭიდროდ დაკავშირებული, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტორი კომპანია, China North Industries Group Corporation Limited-ი.

"შეიარაღებას შორის, რომლებიც რუსულ კომპანიას გადაეცა, CQ-A ტიპის საბრძოლო შაშხანებიც არის, რომლებიც ამერიკული M-16-ის მოდელის მიხედვითაა შექმნილი, მაგრამ დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც სამოქალაქო სანადირო იარაღი. 

ამასთან ერთად, ჩინეთმა რუსეთში დრონების ნაწილების 12 პარტია და 12 ტონა ჯავშანჟილეტები თურქეთის გავლით გააგზავნა",- წერს გამოცემა. 

გამოცემის ცნობითვე, ეს პირველი დადასტურებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს საბრძოლო იარაღებს აწვდის.

როგორც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში აცხადებენ, ეს კრიზისი ჩინეთს არ შეუქმნია და სამხედრო შეიარაღება ომის მონაწილე არცერთი ქვეყნისთვის არ გაუგზავნია.

 



„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება
მოსკოვის სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ ოთხი წევრი დაუსწრებლად გაასამართლა