კულება - ქვეყნები, რომლებიც „უკრაინას არასათანადოდ ეპყრობოდნენ“ ომის დასრულების შემდეგ პასუხს აგებენ

ქვეყნები, რომლებიც "უკრაინას არასათანადოდ ეპყრობოდნენ" ომის დასრულების შემდეგ პასუხს აგებენ,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ BBC-თან საუბრისას განაცხადა.

კულებას თქმით, არჩევანი, რომელიც ერებმა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააკეთეს, "მომავალი ურთიერთობის შენების დროს გათვალისწინებული იქნება".

"თუკი მსოფლიოში ვინმე ფიქრობს, რომ ის, თუ როგორ მოიქცა ესა თუ ის ქვეყანა - ან ეპყრობოდა უკრაინას თავისი ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტში - არ იქნება გათვალისწინებული მომავალი ურთიერთობების მშენებლობაში, ამ ხალხმა უბრალოდ არ იცის, როგორ მუშაობს დიპლომატია. ომი ის დროა, როცა არჩევანი უნდა გააკეთო და ყველა არჩევანი ჩაწერილია",- განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, დასავლური იარაღის მიწოდების შეფერხება უკრაინელებს სიცოცხლის ფასად უჯდება.

"ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორებმა უფრო სწრაფად იმოქმედონ და თუ მიწოდება გადაიდო ერთი დღით, ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ფრონტზე მოკვდება. ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც შეიძლებოდა ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო, მოკვდება.

საბრძოლო მასალის მოთხოვნა არსად ყოფილა იმაზე დიდი, ვიდრე აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტში, სადაც უკრაინული ძალები შვიდ თვეზე მეტია ებრძვიან რუსეთის განმეორებით მცდელობებს ქალაქის ხელში ჩაგდებაზე. მაგრამ თუ ბახმუტი დაეცა, მაშინ დაეცემა სხვა ქალაქებიც. ასე რომ, იქ სიცოცხლის გადასარჩენად, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბახმუტში, სანამ ეს ფიზიკურად შეგვიძლია",- დასძინა კულებამ.

 

 

 

",- დასძინა კულებამ.

 



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება