კალაძე - მონობა არ ვარგა არავის მიმართ, არც რუსების, არც ევროპელების, არც ამერიკელების

მონობა არ ვარგა არავის მიმართ, არც რუსების მიმართ, არც ევროპელების მიმართ, არც ამერიკელების მიმართ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  "ვისაც აქვს სურვილი ცალ ფეხზე იდგეს და ცალ ფეხზე გააგრძელოს დამოკიდებულობა და მონობა, ეს მათი გადასაწყვეტია".

"როდესაც ხდება საუბარი თუნდაც ომში ჩართვაზე. უამრავი განცხადებებია ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღესაც გრძელდება ეს მოწოდებები, მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება, ჩვენი იდენტობა, ჩვენი სუვერენიტეტი. შეიძლება თქვენ გაქვთ სურვილი ცალ ფეხზე იდგეთ, ეს თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ასე იმოქმედოთ. 

მონობა არ ვარგა არავის მიმართ, არც რუსების მიმართ, არც ევროპელების მიმართ, არც ამერიკელების მიმართ. გამოდიოდნენ პირდაპირ საუბრობდნენ ამაზე, ამაზე, შეიძლება საამაყოც იყოსო რომელიღაცა ქვეყნის აგენტობა, ჩემთვის მიუღებელია. ვისაც აქვს სურვილი ცალ ფეხზე იდგეს და ცალ ფეხზე გააგრძელოს დამოკიდებულობა და მონობა, მათი გადასაწყვეტია",- განაცხადა კალაძემ.



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება