პოლონეთის შემდეგ უკრაინას MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავებს სლოვაკეთიც გადასცემს

პოლონეთის შემდეგ უკრაინას MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავებს სლოვაკეთიც გადასცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო.

როგორც, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერსმა განაცხადა, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინელების დაცვას მოემსახურებიან და თავდასხმისთვის არ გამოიყენებენ.

მისივე თქმით, MiG-29-ების სანაცვლოდ, სლოვაკეთმა მოკავშირეებისგან 900 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამაც განაცხადა.

მისი თქმით, 4 საბრძოლო თვითმფრინავს პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში გადასცემს. 



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება