Amnesty International - ირანში პატიმარი ბავშვების წინააღმდეგ წამების მეთოდებსა და სექსუალურ ძალადობას მიმართავენ

ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული ბავშვების წინააღმდეგ წამების მეთოდებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას მიმართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უფლებადამცველ ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციამ გამოავლინა წამების მეთოდები, რომლებსაც გვარდიელები, გასამხედროებული ბასიჯები, პოლიცია და  უსაფრთხოებისა და დაზვერვის ძალები იყენებდნენ პატიმრობაში მყოფი ბიჭებისა და გოგონების მიმართ, რათა მათგან იძულებითი „აღიარება“ მიეღოთ.

"ირანის სადაზვერვო და უშიშროების სამსახური არასრულწლოვანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წამების შემზარავ მეთოდებს იყენებს, რაც ბავშვების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ელექტროშოკით ტკივილის მიყენებასა და გაუპატიურებას გულისხმობს. დაკავებულთა ასაკი ხშირად 12 წელს არ აღემატება. ამ გზით ირანის მთავრობა არასრულწლოვანების საპროტესტო აქციებში ჩართულობის შემცირებას ცდილობს",- ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

Amnesty International-ის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, დიანა ელტაჰავის თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობა ახალგაზრდებში მუხტის ჩაკვლის მიზნით გამოიყენება, რათა შეწყვიტონ თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად ბრძოლა.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ მიიღო ჩვენებები 19 თვითმხილველისაგან, მათ შორის ორი ადვოკატისა და 17 ზრდასრული პატიმარისგან, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ.

„წამების მეთოდები, მოიცავს ცემას, ელექტრო შოკს, ამოუცნობი აბების იძულებით შეყვანას და ბავშვების თავის წყალქვეშ დაჭერას“,- ვკითხულობთ Amnesty-ის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები პირველად 22 წლის ირანელი მაჰსა ამინის გარდაცვალებამ გამოიწვია, რომელიც 2022 წლის 16 სექტემბერს, მორალის პოლიციამ დააკავა.

Amnesty-ის ცნობითვე, ირანმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს 22 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, მათგან რამდენი იყო ბავშვი. ჯგუფის შეფასებით, დაკავებულებს შორის შესაძლოა ათასობით ბავშვი იყოს.



მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
კობახიძე ბერბოკის განცხადებაზე - ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება