
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ წევრები დაუსწრებლად გაასამართლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზი" ავრცელებს.
როგორც გამოცემა Медиазона მოსკოვის სასამართლო ბარათების ჩანაწერებზე დაყრდნობით წერს, დაკავების ორდერი ლეგიონის ოთხ წევრზე გასცეს.
გამოცემის ცნობით, რუსეთი მათ დაქირავებულობაში ადანაშაულებს (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
ამასთან, როგორც "რადიო თავისუფლებასთან" სატელეფონო საუბარში "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ქართული ლეგიონის“ წევრებისთვის მორალურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„ეს არის ის რიტორიკა, რომლითაც გველაპარაკება საქართველოს ხელისუფლება - დაქირავებულები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ეს მესმის წლებია. ასე რომ, არ გამკვირვებია, რომ რუსეთის სასამართლოც ამას ლაპარაკობს. მე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია უფრო მაინტერესებს. ისეთი შეგრძნებაა, რომ შეთანხმებულად მოქმედებენ და რიტორიკაც ერთნაირია“,- განაცხადა მამულაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2022 წლის აპრილში აღძრა.

"ვაგნერის" წევრმა აზამატ ულდაროვმა აღიარა, რომ დონეცკის რეგიონში წმენდის დროს 5 წლის გოგონა საკონტროლო გასროლით მოკლა
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 100 მებრძოლი გაათავისუფლა
უკრაინამ ხერსონიდან გატაცებული 24 ბავშვი დაიბრუნა
მარიუპოლში საცხოვრებლად გადაჰყავთ ბურიატები
ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრს მეხი დაეცა
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |