კალაძე ბერბოკზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია

არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი,- ასე ეხმაურება თბილის მერი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომელიც დიპლომატმა საქართველოში ვიზიტის წინ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას და არ მონაწილეობას ამ ყველაფერში, არის ოპოზიცია.

„არ ვიცი რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართელოსთან მიმართებაში - აბსოლუტურ სიცრუეს.

საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, რომ 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია იყოს შესრულებული. ერთადერთი ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას და მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ეს არის ოპოზიცია“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რომელიც დღეს თბილისს უნდა ეწვიოს, ვიზიტამდე განაცხადა, რომ საქართველოში არის მცდელობები, რომელთა მიზანი ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევაა. 



ილია მეორე - საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, თქვენ ჩვენი ფიქრი, ტკივილი და ამასთან, იმედიც ხართ
საქართველოს პრეზიდენტმა, 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევის გამო უკმაყოფილება გამოთქვა
პუტინი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე - მეგონა ყველა მადლობას იტყოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას გაუგებარი ქარიშხალი მოჰყვა
ფაშინიანი ღარიბაშვილსა და ზურაბიშვილს - გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარია და ეს ასე დარჩება