
5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს სააპელაციო სასამართლომ ბრალი დაუმძიმა
სასამართლომ ორივე მსჯავრდებულს, გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამასთან, სასამართლომ ერთი მსჯავრდებული გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავა, ხოლო გიორგი წარუაშვილი ძებნილად გამოცხადდება.
რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, მათთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა:
- ზაზა ჭაავა - 1 წელი;
- მურად დევლარიშვილი - 1 წელი;
- გენო ჰერმანიშვილი - 3 წელი;
- გიორგი ხეჩუაშვილი - 3 წელი;
- თედო ბურდული - 3 წელი.
მსჯავრდებული 7 პირიდან ნაწილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, „ნიუ პოსტის“ ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, „ფორმულას“ ფოტოგრაფის - ვახტანგ ქარელისა და ნაწილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის - ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში არიან მსჯავრდებულები.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი ამ დრომე არ დაუკავებიათ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ+ „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომელთაც პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფო“ მეთაურობდა, 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისებს დაესხნენ თავს.

ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
შვედმა ეკოაქტივისტებმა საღებავით შეღებეს კლოდ მონეს ნახატი
კომპლექს "დავითიდან" სახურავი გადმოვარდა, რომელიც სანაპიროზე მოძრავ მანქანას დაეცა
გაგარინის მოედანზე სტიქიამ მშენებარე კორპუს სახურავი ახადა
ლუკა შველიძის მამა, დათო შველიძე უკრაინიდან ეხმაურება შვილის ამბავს, რომელსაც დღეს ტიტუშკებმა სცემეს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |